ბათუმი. მე–20 საჯარო სკოლა

ბათუმი. მე–20 საჯარო სკოლა

суббота, 28 ноября 2009 г.

პროექტი შოთა რუსთაველი

1. პროექტის სახელი: შოთა რუსთაველი.
2. პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები იკვლევენ და აგროვებენ ინფორმაციას რუსთაველზე. ,,ვეფხისტყაოსნის" მკვლევარებზე, ახდენენ თავიანთი ნაშრომის პრეზენტაციას აუდიტორიის წიმაშე, შეეცდებიან მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.
3. პროექტის სრული აღწერა: ამოცანა შემდეგია: როგორ მოახერხებენ საჭირო ინფორმაციის მოძიებას, აღმოაჩენენ, რომ მსოფლიოს კულტურულ საგანძურში ვეფხისტყაოსანს კუთვნილი ადგილი არ უჭირავს, როგორ გავაღრმავოთ ინტერესი ,,ვეფხისტყაოსნის" მიმართ არა მარტო ჩვენი, არამედ, სხვა ქვეყნის მოქალაქეებში. კვლევის მიზანი სწორედ ის არის, რომ ,,ვეფხისტყაოსანი" საურველი წასაკითხი იყოს ყველასათვის. პროექტზე მუშაობის პროცესში მოხდა მოსწავლეთა გამოკითხვა კითხულობენ თუ არა ,,ვეფხისთყაოსანს". აღმოჩნდა რომ მათ იციან გარკვეული თავები ,,ვეფხისტყაოსნიდან" ბოლომდე კი მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს წაკითხული. კვლევის პროცესში წამოიჭრა პრობლემა უამრავი მასალიდან მთავრის შერჩევის გამო. პროექტის წარდგენის პროცესში დარბაზში მსხდომი აუდიტორიის დაინტერესების მიზნით ,მონაწილეები კითხულობენ ადგილებს ვეფხისტყაოსნიდან და სვამენ კითხვებს რომელ პერსონაჟს ეკუთვნის ეს სტრიქონები, ან რა სიტუაციაა აღწერილი ამ სტროფებში და ა. შ.
4.მონაწილწთა ასაკი:
15–16 წლის.
5.ვადები /დროში გაწერილი: პროექტის დასამუშავებლად საჭირო ვადაა 30 დღე.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: საინტერესო იყო მოსწავლეთა მუშაობა კომპიუტერთან . მათ შეძლეს პრეზენტაციის მომზადება და პროექტორის დახმარებით წარდგენა კლასში.
7. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები ეჩვევიან დამოუკიდებლად მოიპოვონ საჭირო ინფორმაცია. დაალაგონ მნიშვნელობის მიხედვით და გააცნონ სხვებს, ისწავლონ დაფასება თავიანთი სულიერი და მატერიალური სიმდიდრისა.
8. სარგებელი სხვებისთვის: მიიღებენ მეტ ცოდნას და გაეცნობიან ცნობილი რუსთველოლოგების მოსაზრებებს.
9. სამუშაო ენა: ქართული.
10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან: არ გვყავს.
11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ გეგმასთან კავშირი: ქართული ენა–ლიტერატურა.
12. პროექტის ფასილიტატორი: პედაგოგი ხათუნა დავითაძე
13. ფასილიტატორის ელ–ფოსტა: xatdavitadze@gmail.com
14. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: batumi-20xd.blogspot.com
გაკვეთილის გეგმასაქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი

Комментариев нет:

Отправить комментарий