საქართველოსგანათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივას – საქართველოს საჯარო სკოლებში აკაკი წერეთლის 170–ე წლისთავისადმი მიძღვნილ კვირეულს ქალაქ ბათუმის 20–ე საჯარო სკოლაც გამოეხმაურა.
სკოლაში სხვადასხვა აქტივობები განხორციელდა, მოსწავლეები დიდი მონდომებით დაეწაფნენ აკაკის პოეზიისა და პროზის თავანკარა წყაროს, რომელიც თვით ცხოვრებასავით დაუშრეტელია.კვირეულის ფარგლებში მოეწყო პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი კედლის გაზეთების გამოფენა – "აკაკი 170", "ერის ბულბული", "სტუმრად აკაკისთან".
მოეწყო კონკურსი ნორჩ დეკლამატორთა შორის აკაკის პოეზიაზე, გამოვლინდა გამარჯვებულები.
სკოლაში გაიმართა აკაკის ლექსებზე შექმნილი სიმღერების კონკურსი.
დაწყებითების კათედრამ მოაწყო გამოფენა–დათვალიერება აკაკის საბავშვო ნაწარმოებების მიხედვით შექმნილ ნახატებზე. გაითამაშეს სცენარი მისი ნაწარმოებებიდან: "მელია და ყურძენი", "ყმაწვილი და პეპელა", "დათვის წვეულება", "ბუზი და ლომი", "ბაყაყი და ხარი", "აკაკი და მეეტლე", "აკაკი და ვექილი" და პატარა სცენარი გასაუბრება მგოსანთან.
ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრამ წარმოადგინა აკაკის ბიოგრაფიული მონაცემებით და პოეზიით,მუსიკითა და თეატრალური ინსცენირებებით გამდიდრებული მონტაჟი:
v კლასი – აკაკის ბავშვობა: 1.ძიძასთან სოფელ სავანეში, 2.თამაში ქორობია. 3. "სიზმარი", 4. "ჩიტი და ბავშვები".
VI კლასი – "მგელი და კრავი".
VII კლასი – აკაკის ყრმობა – "დედის შეგონება", "ღამურა".
VIII კლასი – "ბაში–აჩუკი".
IX კლასი – "გამზრდელი".
სკოლამ აქტიური მონაწილეობა მიიღო თხზულებების კონკურსში: "სჯობს მონობაში გადიდკაცებულს თავისუფლების ძებნაში მკვდარი", რომელშიც გაიმარჯვა ორმა მოსწავლემ, ხოლო IX კლასელი მოსწავლის, ცირა ცინცაძის ნაშრომი დაჯილდოვდა სიგელით.
მე–20 სკოლის VII-VIII კლასისი მოსწავლეებმა მოაწყეს ექსკურსია აკაკი წერეთლის სახლ–მუზეუმში საჩხერის რაიონის სოფელ სხვიტორსა და სოფელ სავანეში; სადაც ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაცია შეიტყვეს აკაკი წერეთლის შესახებ. ეს დღე ალბათ დაუვიწყარი იქნება მოსწავლეებისათვის.
მსგავს პროექტებში მოსწავლეების ჩართვა მართლაც მნიშვნელოვანია, ვფიქრობთ პროექტმა საფუძველი ჩაუყარა მოსწავლეებში აკაკის შემოქმედების ღრმად გაცნობას. მისი შემოქმედება საუკუნო საგზლად და სულიერ საზრდოდ მიიჩნევა მომავალი თაობების ღირსეულად აღზრდის საქმეში.
Instructions for tax free shopping and how to get a tax refund in Tbilisi, Batumi and Kutaisi airports in Georgia
ОтветитьУдалить